вторник, 25 апреля 2017 г.

სცენარი ღონისძიება ფიზიკოსები და ლირიკოსები



ვიდეო N1


ვიდეო N2

ვიდეო  N3




ავტორი სამტრედიის #2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მზია კირთაძე
სცენარი:
-- ძვირფასო თანატოლებო,  ძვირფასო პედაგოგებო,  ძვირფასო სტუმრებო ! მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მომზადებულ საღამოს; „ფიზიკოსები და ლირიკოსები“. დიდი ანიშტაინი წერდა: „ ფიზიკოსები და ლირიკოსები ქმნიან გარემომცველი საზოგადოების იერსახეს“. ჩვენც დღეს შევეცდებით წარმოგიდგინოთ ფიზიკოსების და ლირიკოსების ერთობლივი შემოქმედება და თქვენთან ერთად გავიცნოთ ისინი;
--გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი.
ფიზიკა: -- მე გახლავართ მისი აღმატებულება ფიზიკა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია XXI_ე საუკუნის ტექნიკური მიღწევები.
--შენ ვინღა ხარ პატარავ? აქ რისთვის მოსულხარ?
--მე ვარ სასკოლო ფიზიკა, რომელიც სასკოლო რეფორმის წყალობით ისე დავილიე და დავპატარავდი, ძლივსღა ვითქვამ სულს. ისე შემკუმშეს ნივთიერ წერტილს დამამსგავსეს.
წამყვანი--ნუ ღელავ პატარავ. ყველაფერს ეშველება და შენც ძველებურად გაძლიერდები შენ სიგრძეს და განს დაიბრუნებ.
ეხლა კი თქვენი ჯერი დადგა. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი.
ლირიკა:
მე ვარ ლირიკა, საგალობელი სიკეთისა და სათნოებისა, კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის. მე ვარ ცისფერი იალქანი ცხოვრების ზღვაზე.
 ჩემს გარეშე ადამიანი არსებობს თავისი უბადრუკი ცხოვრებით, რომლის ბოლოს მოდის სიკვდილი მთელი თავისი საშინელებით. ხოლო პოეზიაში კი, სიკვდილის გზა არა არის ვარდისფერ გზის გარდა.
მე ვარ ის ერთადერთი სამყარო, საიდანაც შეიძლება ადამიანის სხეული დედამიწაზე იყოს მაშინ, როცა „სული საზღვრებს გადაცდება ფრენით“ ამისათვის კი საჭიროა ის ცათმფრენი, რომელიც სულ სამუდამო პატიმრობა მისჯილმა ფიზიკოსმა ციხიდან თავის დასაღწევად შექმნა.
მხოლოდ ჩემს სამყაროში მყოფ ადამიანს შეუძლია შესძახოს ომახიანი ხმით:
„გასწი მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი“

ფიზიკა მიმართავს ლირიკას:

„ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით, ყოფნა უფრო შუქია
თქვენზედ აღმართულ სადღეგრძელოთა.
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა გან ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ჰო, გაიხსენეთ,
ჰო, გაიხსენეთ ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგვიხსნია
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით,
რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქ ნება
ამნაირ გრძნობით და სინაზეთი
არის ამ ქვეყნად დაგვიანება
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სხვი,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქადთ,
ამ რევოლვერში არის რვა ტყვია
ერთს გაიმეტებ? მე გთხოვ მომკალი.

წამყვანი: როგორც ვხედავთ ისეთი ძლიერი მეცნიერებაც კი, როგორიც ფიზიკაა პოეზიის            ფეხთა ქვეშ არის გართხმული.
ფიზიკა: ფიზიკა ბუნების მოვლენების შემსწავლელი ერთ-ერთი და ძირითადი მეცნიერებაა. ფიზიკური მოვლენების ყველაზე პირველადი და ძირითადია და ვითარდება არა მარტო თავისთვის, არამედ სხვათათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ფიზიკის მიღწევათა გამოყენება მედიცინაში, გეოლოგიაში, კოსმოსის ათვისების საქმეში, ასტრონომიაში, ავიაციაში, ნავიგაციაში და ა.შ.

მედიცინა- ელექტრონიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება. განსაკუთრებით ფართოდ არის გამოყენებული კლინიკურ პრაქტიკაში და ფიზიოლოგიურ გამოკვლევებში ბიოპოტენციალთა რეგისტრაცია. ელექტროკარდიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია.
იოდის რადიოაქტიური იზოტოპი რომელსაც უნარი აქ დაგროვდეს ფარისებრ ჯირკვალში, გამოიყენება ამ ჯირკვლების კიბოს აღმოჩენისა და მკურნალობისთვის. ძნელია დაასახელო მედიცინის ისეთი დარგი, სადაც ფიზიკის მიღწევები არ იყოს გამოყენებული .
სეისმოლოგების მუშაობას საფუძვლად უდევს დედამიწის სირღმეში განივი და გრძივი ტალღების გავრცელების შესწავლა. ამ გზით ხდება მიწისძვრის ეპიცენტრის დადგენა.
კოსმოსური სივრცის ათვისება მთლიანად ემყარება ტროლკოვსკისა და ჟეკოვსკის შრომებს რომელთა საფუძველია იმპულსის მუდმივობის კანონი. ამ კანონზე დაყრდნობილმა რეაქტიული მოძრაობის შესწავლამ შესაძლებელი გახადა მძლავრი რაკეტების შექმნა. ნახევარგამტარულ ტექნიკის განვითარებამ უზრუნველყო ხელოვნური თანამგზავრების გაბარიტების შემცირება.
წამყვანი:  მეგობარო შენ გჯერა, რომ ადამიანი გაფრინდება?
ერთაოზი: ადამიანს რა ჯანდაბა გააფრენს. მას არც ფრთები აქვს, არც კუდი არც კურტუმო.
წამყვანი:    არა, არა თქვენ ეს ესაა გამოთქვით აზრი, რომ  მოსალოდნელია ადამიანთა გაფრენა.
ავიაცია:    -ამწევი ზალის შესწავლა  გახდა საფუძველი ზღაპრებში ნაოცნებარი მფრინავი ხალიჩა რეალობად ქცეულიყო.  დრეს აღარავის უკვირს თვითმფრინავების ზებგერითი სიჩქარით მოძრაობა, ის რომ თვითმფრინავები ვერცხლისფერია, ესეც ფიზიკის კანონების გამოყენებით აიხსნება.
ნავიგაცია:  -   არქიმედეს კანონის  აღმოჩენამ  უძველესი დროიდან შესაძლებელი გახადა  საზღვაოსნო ტრანსპორტის  განვითარება.   არქიმედეს კანონი აირებისთვისაც ისევე სამართლიანია, როგორც  სითხეებისათვის. ამას ემყარება საჰაერო აპარატების ფრენა. პირველი საჰაერო ბურთი 1783 წელს იქნა გაშვებული ძმები მონგოლფიების მიერ. ბურთზე გამობმულ კალათში ჩასვეს ცხვარი, მამალი და იხვი. ეს მოგზაურობა მშვიდობიანად დასრულდა.

      მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის შედგენილობა, მაგრამ სულ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვის გახლეჩა განახორციელეს. ბირთვიდან გამოყოფილი უდიდესი ენერგია  1945 წელს გამოყენებული იქნა სამხედრო მიზნებისათვის ხიროსიმასა და ნაგასაკში, რომლის შედეგებიც კაცობრიობისთვის მოუშუშებელ ჭრილობად რჩება დღესაც. 1954 წელს კი ამუშავდა მსოფლიოში პირველი საბჭოთა ატომური ელექტროსადგური.
     კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მეცნიერების დარგის განვითარების ასეთი ტემპები. ატომური ენერგიის გამოყენებამ რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ მეცნიერებასა და ტექნიკაში, არამედ აზროვნებაშიც. ადამიანის ცხოვრებაში ატომი შემოიჭრა. ბირთვის გახლეჩისას გამოთავისუფლებულ უზარმაზარ ენერგიას შეიძლებოდა ოქროს ხანა მოეტანა კაცობრიობისათვის და შეიძლებოდა აპოკალისურ იარაღადაც ქცეულიყო სწორედ ამ გარემოებამ ათქმევინა პოეტ ირაკლი აბაშიძეს :

თქვენ ალბათ გახსოვთ, კაცმა რომ თქვას  რატომაც არა-
ფიზიკოსებო, ძვირფასებო თქვენ გახსოვთ ჯერაც,
 ჩვენ მგოსნებს, გვითხრეს - პოეტებო დღეს უკვე კმარა, 
დღეს ეგ ხმა თქვენი არ სჭირდება ატომის ერას,

 დე, ასეც იყოს აქ კამათი არცა ღირს გროშად, 
 ჩვენც, ალბათ, ვტყუით, პოეტებშიც ცოდვა ხშირია. 
სულ აირია პოეზია ლექსად და პროზად , 
ატომის წლებში პოეზია სულ აირია.

იქნება მართლაც, ჩვენც ამ ქვეყნად ყვირით ნამეტანს
 ბევრის ხმა ცრუა , ბევრის ლექსიც ქვეყნის ჭირია :
 ზოგსაც ჰგონია ბურჯად უდგას მთელ ჩვენს პლანეტას 
სულ აირია პოეზია, სულ აირია.

ჩვენ ის აღარ ვართ, როგორც ქუხდნენ ლექსის მამები.
 აღარც რუსთაველი, არც პუშკინი აღარც ილია ; 
დანაგვიანდა ლექსი ბრექით და წვრილმანებით ,
 სულ აირია პოეზია, სულ აირია.

 მაგრამ ვთქვათ ისიც ახლა კითხვა დავსვათ პირიქით:
 წესი ასეა ჩვენო ძმებო, წესი ეგრეა- რა,
 რა დავღუპეთ პოეტებმა  ჩვენი ლირიკით, 
თუ არა აშენა , ჩვენმა ლოცვამ, რა დაანგრია?


თქვენდა საქებრად სიმს არ ზოგავს ჩანგი პოეტის.
 არის პოეტი თქვენი მკვიდრიც, თქვენი ძმობილიც,
 თქვენი ზეიმი გულს უხარებს პოეტს ყოველთვის,
 როგორც სულ დღემდე უხარებდა გულს ჩერნობილიც .

არა , ჩვენ არა, ჩვენ არ ვმართავთ ამ ქვეყნის ბორბალს
 დღეს მხოლოდ თქვენსკენ , მხოლოდ თქვენსკენ სმენაც და მზერაც ...
ფიზიკოსებო , გაუფრთხილდით ხალხების ნდობას , 
ფიზიკოსებო , მოუარეთ ატომის ერას.

წამყვანი: თურმე რა რთული ყოფილა სამყაროს განვითარების პროცესები. რამდენ რამეს ჩაწვდა ადამიანის გონება და კიდევ რამდენი რამ არის შეუცნობელი. ყველაფერი ამას ჩვენ ჩვენი აღმზრდელების პედაგოგების ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით ვეზიარებით .
სიმღერა : სალამი მასწავლებლებს
                  რომელს გეტრფით არ ვიცით .
                  ერთის ჩათვლამ დაგვღალა
                   ერთის ხვეწნით დავიწვით

                   მოდით ჩქარა ბავშვებო,
                   გაგვიმხნევეთ გულები,
                   მოდით და გინახულეთ
                    დამწვარ-დადაგულები
                   
                     კრისტალები მოფრინავდა მეოცნება მეგონაო .
                    რაც ათები დაიწერა
                    ყველა ჩვენი გვეგონაო
                                 
მთვარე ამოსვლას რომ დააპირებს
ჩანთით მივყვები სკოლის ნაპირებს
როგორც „ოცნება“ „ბედის ვარსკვლავი „
გაზაფხულს მოაქვს კარგი ამბავი
აქეთ ჩათვლებს ვილევთ
ჟურნალს ვუცქერთ ფიქრმორეული .
ტურში გავიმარჯვეთ და ოცნებებს ვაგებთ
ფიზიკაზე შეყვარებულნი .
ფორმულების ზღვა ხარ,
კანონების ტბა ხარ,
ჩვენ დავეძებთ ახალს, საოცარს,
თუმცა ბევრი რამ ვთქვით,
შეუცნობი დარჩი
მიუწვდომი დარჩი ბოლომდე

წამყვანი : ფიზიკოსები და ლირიკოსები ცნობილნი არიან თავიანთი იუმორითა და მახვილ სიტყვაობით . აი , ისინიც :
 ალბერტ აინშტაინმა მისწერა ჩარლი ჩაპლინს: თქვენი ფილმი ,,ოქროს ციებ-ცხელება ყველასათვის გასაგებია თქვენი ყველას ესმის.
  ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა:  მოხიბლული ვარ თქვენი ფარდობითობის თეორიით იგი არავის არ ესმის. თქვენ გენიალური ადამიანი გახდით.
     აინშტაინს ქუჩაში ნაცნობი შეხვდა.
-ბატონო აინშტაინ უთხრა მან თქვენ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ახალი პალტო, ეს უკვე დაგძველებიათ.
-რა საჭიროა ახლის შეძენა, -  გაუკვირდა აინშტაინს, ამ ქალაქში მე ხომ არავინ მიცნობს.
     რამდენიმე წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ  ერთმანეთს იმავე ქალაქში. აინშტაინს ისევ ის პალტო ეცვა, რომელიც კიდევ უფრო  გაქუცულიყო. ნაცნობმა მას ურჩია ახალი პალტოს შეძენა.
-რა საჭიროა? - გაიკვირვა აინშტაინმა ამ ქალაქში ყველა მიცნობს. სირცხვილი უნდა წვავდეს იმას, ვინც უბრალო რადიო მიმღებში  განსახიერებული მეცნიერების საიცრებით  სარგებლობს და ამავე დროს ისევე უმნიშვნელოთ აფასებს ამას, როგორც ძროხა ბოტანიკის იმ საოცრებას  რომელსაც ღეჭავს - ამბობდა აინშტაინი.


1)      გალაქტიონი საკუთარ თავს ძალიან უცნაურად ახასიათებდა. მას ერთხელ მეუღლესათვის მოუწერია.
,, სანამდი  სალიტერატურო  საღამო დაიწყებოდა მიშა შემხვდა მკითხა, ამაღამ გადმოდიხარო? მე ვუთხარი კი-თქო. შემდეგ მკითხა, თუ რა შემადგენლობა იღებს მონაწილეობას საღამოში.   მე ვუპასუხე:  ყველა  სულელი  ხალხია და მეც მათ    შორის მეთქი.  მიშამ  ზრდილობიანად გამაწყვეტინა:Вас можна  ваделитс.

   ერთ  საღამოს  რეზერფორდი  ლაბორატორიაში   შევიდა.  გვიან  იყო,  მაგრამ  მისი  ერთი  მოწაფე    ხელსაწყოს   ჩაჰკირკიტებდა.  
-         რას  აკეთებთ  ასე  გვიან?  - იკითხა  რეზერფორდმა.
-         ვმუშაობ.
-         დღისით  რას  აკეთებთ   ხოლმე?
-         ცხადია  ვმუშაობ.
-         დილით  ადრე  ვმუშაობთ?
-         დიახ ბატონო  პროფესორო, დილითაც  ვმუშაობ  ხოლმე.  დაუდასტურა  მოწაფემ,  რომელიც  შექებას ელოდა. რეზერფორდმა კოპები შეიკრა და  გაღიზიანებით იკითხა:  დალახვროს ეშმაკმა! როდისღა ფიქრობდით!

2)      მოგეხსენებათ ლექსებს ზოგჯერ სხვა პროფესიის ადამიანები წერენ ასე მაგალითად:
ერთხელ ნიკო კეცხოველს  ნოდარ დუმბაძისთვის უკითხავს ფილოლოგიურზე  ხომ არ  გადაგიყვანოო? ნოდარს  მოფიქრებისათვის  დრო უთხოვია.  ერთი კვირის შემდეგ ისევ უკითხავს  ნიკოს ნოდარისთვის 
 -რა  ქენი ნოდარ იფიქრე?

-         დიახ ბატონო ნიკო  ვიფიქრე.
-         მერე?
-         გადაწყვიტე ისევ ეკონომიურზე დავრჩე.
-         რათა?
-          ეკონომისტი რომ ვარ ბატონო ნიკო იმიტომ უკვირთ ჩემი პოეტობა თორემ ფილოლოგი თუ გავხდი ვისღა გაუკვირდება?
-         ეგეც მართალია.  ღიმილით უთქვამს  ბატონ ნიკოს

3)      ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს  ორიგინალური ნაშრომის კითხვა საკმაოდ დიდი უპირატესობაა, რამდენადაც მეცნიერებმა ყველაზე სრულად შეიძლება შეიმეცნო მისი დაბადებისას.-ამბობდა მაქსველი.


ცნობილ ამერიკელ     გამომგონებელ ედისონთან ბევრი სტუმარი დადიოდა და უკვირდათ, რომ ბაღის  ჭიშკარი ძალიან მძიმედ იღებოდა. 
    ბოლოს  ერთმა  მეგობარმა   უთხრა   დიდ  გამომგონებელს.  ტექნიკის   დარგში შენისთანა  გენიოსს  უკეთესი  ჭიშკარი  უნდა  გაეკეთებინა, უფრო  ადვილად  რომ   მოძრაობდეს.  
-         რას   ერჩი,  შესანიშნავად  არის  მოწყობილი - მიუგო ღიმილით  ედისონმა,  - ჭიშკარს საქაჩი აქვს და  მიბრუნდი და ყოველი აქ მომსვლელი  ავტომატურად ოც ლიტრ წყალს ქაჩავს.
რენტგენმა მეგობრისგან მიიღო წერილი:  სხივების გამოგზავნა არ  ხერხდება და თუ მოსასფლელად არა გცალია, მაშინ  გულისფიცარი გამომიგზავნეო.
   იოჰან ბერნულიმ მისივე  ავტოსაობით   ერთი საინტერესო  ამოცანა  გამოაქვეყნა  საკონკურსო ერთ-ერთ  ჟურნალში დაიბეჭდა  ამოცანის ტექსტი. წარმოდგენილი იყო სამი ამოხსნა ერთი ავტორი იყო იოჰანის ხოლო  მესამე ავტორმა არ მოინდომა თავისი  ვინაობის გამომჟღავნება. მიუხედავად ამისა  ბერძნული მაშინვე მიხვდა, რომ ანონიმი ავტორი ნიუტონი იყო. ლომს ბრჭყალებით ცნობენო
-         უთქვამს მას.

ნიუტონისათვის  ასტრონომია იყო  ლაბორატორია, მათემატიკა იარაღი  რომლითაც იგი  სწავლობდა ფიზიკას.



 დღისათვის აქტუალური  ფინანსური  პრობლემები,  თურმე წინა საუკუნეებშიც აწუხებდათ  ქართველ პოეტებს. მე-19  საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში  ქუთაისის  საადგილმამულო  ბანკმა აკაკი  წერეთელს დაუნიშნა  ყოველ წლიური  პენსია  1500 მანეთს   ოდენობა      თუმცა  გამგეობამ    გარკვეული    ვადით  პენსის  მოცემის  საქმე  შეაჩერა  და  გააუქმა    კიდეც.   სწორედ  ამიტომ  დაწერა   აკაკიმ  თავისი  მეტად   მოსწრებული  ლექსი:
                       ,, მე კი გადავრჩი  ძლიერ სენს,
                           დანიშნული მაქ პენსია,
                             მაგრამ სანამდი მომცემენ
                            გამგუდავს უფულენცია.
    ფიზიკოსები იმდენად იყვნენ გატაცებული თავიანთი საქმიანობით ფიზიკის გარდა სხვა ნაკლებად აღიქვამდნენ მაგალითად: რეზერფორდი ამბობდა,  მეცნიერებანი  შეიძლება ორ ჯგუფად  დაიყოს - ფიზიკად და მარკების კოლექციონეერებადო.
    ასე რომანტიკულად უყვარდათ მათ თავიანთი საქმე და დაუღალავად,   თავგანწირვითაც  აშენებდნენ  მეცნიერების  ყოვლის   შემძლე  ტაძარს.
   ქართველ კაცს  ტაძრით ვერ გააკვირვებ, ტაძარი  ჩვენშიც რომ იტყვიან ყოველ ნაბიჯზეა.  სვეტიცხოველი, მცხეთის ჯვარი, თბილისის თუ  ატენის სიონო, ალავერდი, ბაგრატი, გელათი,  ნიკორ წმინდა, ჩვენი ახალი სიამაყე სამება და ვინ მოსთვლის კიდე რამდენი... განა ძალებს  ვინმეს ყველა მათგანის ჩამითვლია?

  ვინა თქვა, თითქოს  პატარა იყოს
 ჩემი სამშობლო,  დიდების ღირსი?
 ქართლში ვინ  ჰპოვა პატარა ციხე, 
ვინ  მოიგონა სიმცირე მისი?
   აბა,   შეადგით  ერთმანეთს  მთები,
   მთები-შემკული სხივების სირმით.
  ააშრიალეთ არწივის ფრთები,
  კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
 ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი,
 ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფარი.

 დიახ, უამრავი ტაძარია ჩვენს პატარა საქართველოში, მაგრა მათ შორის არის ერთი, გამორჩეული, ყველასთვის სათაყვანებელი და ყველას სალოცავი, სრულიად საქართველოს ეროვნული ტაძარი. ესაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1918 წელს დაარსდა. იგი 90 წელს ითვლის. ერის ცხოვრებაში ეს დროის უმნიშვნელო, სულ მცირე მონაკვეთია. მიუხედავად ამისა ეს მცირე მონაკვეთი იმდენად ღირებული აღმოჩნდა საქართველოსათვის, რომ თითოეული ქართველი სიამაყით ამბობს: "უნივერსიტეტო 90 წლისა"

 მის კედლებში მოღვაწეობდნენ ცნობილი ფიზიკოსები: ევ. ხარაძ, გივი ხუციშვილი, მათე მირიანაშვილი, ალეკო იშხნელი, ჯუმბერ ლომინაძე, ნოდარ ამაღლობელი.
 ცნობილი ფილოლოგები: აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, გიროგი ახვლედიანი, ლადო კვაჭაძე, მზექალა შანიძე, ნოდარ ტაბიძე, სიმონ ჯანაშია, მურმან ლებანიძე,

 //ბარე ორმოც საუკუნეს
რაც კი ქართველს თავი ახსოვს
მრავალჟამიერს გუგუნებს
და ჩუქურთმას ხმაში აქსოვს.
 წარბი არსად შეუხრია
შესჩვევია შუბლის შეკვრას
და რაც ქართველს შეუქმნია
ღმერთმაც ქმნას და სხვასაც ექმნას
როგორც ჩიტი გალიაში,
როგორც მუჭში პეპელა.

ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის სულ შენა ხარ სამიზნე
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო სანამ გამიძლებ.
მხოლოდ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე,
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ...

 გული გამორჩეულად უყვარს ქართულ ენას. იმდენად უყვარს, რომ მას როგორც არსებით სახელს, ერთი ზმნა მთლად აჩუქა, მხოლოდ "შენი იყოსო", ეს ზმნაა "ძგერა".
 მხოლოდ გული ძგერს ამ ქვეყანაზე, სხვა ვერავინ და ვერაფერი.

მთაწმინდისკენ ბილიკს ისე მივყვები,
თითქოს გზაა სამოთხისკენ სავალი,
ნიავქარი ტოტებს არხევს და საამო სურნელს აფრქვეს
ვით მაისის ლურჯი იასამანი
   გაზაფხულის გზებს მივყვები მადლიანს
   ირგვლივ როცა კელაპტრები ანთია.
   რა წმინდაა სული ათელ გზის
   რა წმინდაა ცქერა ლურჯთვალა ცის
სიყვარულით გილი ძგერას უმატებს
როგორ გაძლოს ისე რომ არ უყვარდეს
ამ სიყვარულს არ უმღეროს დიდება
სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება
   გაზაფხულის გზებს მივყები მადლიანს,
   ირგვლივ როცა კელაპტრები ანთია.
   რა წმინდაა სული ნათელ გზის,
   რა წმინდაა ცქერა ლურჯთვალა ცის

 ფიზიკის ყოველი აღმოჩენა თითონ არის რაღაც საოცრება, რომელიც ადამიანდს სიხარულით და სიამაყით აღავსებს, ხელში კალამს ააღებინებს და ბუნების საგალობელს ათქმევინებს. დიდი ვაღა ასე გამოეხმაურა ბუნების თვით მქოფადობას:

 "ბუნება მბრძანებელია
 იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს
ზოგჯერ მქმნელია ავისა
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს
იქვე ტხრელია ზვავისა....
მაინც კი ლამაზი არის
 მაინც სიტურფით ყვავისა."

 უმშვენიერესი მოვლენაა ცისარტყელა, რომელიც დისპერსიის მოვლენით აიხსნება. ეს კი ლირიკაში ასე აისახა:

  "შვიდ სამთავროს ოგვაგონებს
    მოელვარე ის შვიდფერი."

 წრფივი მოძრაობის ტრაექტორია არის წრფე. "წრფეშ" "წრფედი" და "სიწრფედე"  მოისმის, ხოლო  ბგერების ერთობლიობა ისეთია, რომ ისრის გასროლას ჰგავს. მიყოლებით სამი თანხმოვნის წარმოთქმით თითქოს ენერგიის დაგროვება ხდება, რათა ბოლოს ხმოვანმა "ე"-მ ააფეთქოს ისისნი და გასტყორცნოს ისარი.

 აკუსტიკა არის მეცნიერება ბგერის შესახებ. ბგერის გავრცელებას თან ახლავს არეკვლა, რის შედეგადაც გარკვეულ პირობებში წარმოიქმნება ექო, ანუ ბგერა გვესმის განმეორებით.

 "მორბის არაგვი არაგვიანი
  თამ მოსძახიან მთანი ტყიანი"
                         /ბარათაშვილი/

  "თერგი რბის, თერგი ღრიალებს,
  კლდები ბანს ეუბნებიან."
                     /ი.ჭავჭავაძე/

  " და რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი
  მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა.
  გაფრინდა ცხენი, ვით შევარდენი
  და მის ფეხის ხმას ხმა მისცა მთამა."


იშრიალე დიდო ვერხვო,
იგუგუნე დედამიწავ!
გაიშალა ფოთლის ექო
ყვავილები გააღვიძა...
ტყევ, დუმილი გვეყო , გვეყო
მკვდარი არი , დღეს დუმს ვინცა...
იშრიალე დიდო ვერხვო
იგუგუნე დედამიწავ
                                
                       /ანა კალანდაძე/


წმყვანი: ვარსკვლავები და მათი ციმციმი მუდამ იყო პოეტების შთაგონების წყარო



ცის დარბაზებში ჟღერს საკრავები,
ცა იქუფება სკად..
სად მიფრინავენ ეს ვარსკვლავები,
სად? სად? სად?
   ვკითხავ კოპერნიკს და ვკითახვ ბრუნოს
   თვაოლგაშტერებულ ცად-
   ეს ყველაფერი რომ ქრის და ბრუნავს
   რა მიზეზით და რად?
                  
                        /მ.ლებანიძე/


უღრუბლო ზეცა ღამით ვარსკვლაბეით არის მოჭედუილი. თუ ქარმა დაუბერა  მცირედ დარჩენილ ღრუბლის ნაჩენებსაც გაჰფანტავს და ვარსკვლავთა ხილვადობა იზრდება. ეს მოვლენა პოეტმა ანა კალანდაძემ ლირიკაში ასე გადმოგვცა:

   „ლამაზ მინდორზე თრთის კანკალებს ჩრდილი ვაშლის ხის
 და ველსა გარე ბზა მიმოდის მთვარის არშიყი.
გუნდთა ვარსკვლავთა ცად ამოჰყრის ქარი მაშრიყი
მაღრიბს გასტყორცნის და ვარსკვლავნი მთვრალი ციმციმით
გზას დაუთმობენ მდაბლად დაფიონს“



დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა .
მთვარე კი არსადა სჩანს ,
არ დაგვნათოის თავზედა      /ვაჟა/
გამყარებისას  სხეულთა მოცუოობა მცირდება, მხოლოდ წყალია ურჩი და ამ კანონზომიერებას არ ემორჩილება. ეს მისი გაფართოების თავისებურებებით აიხსნება.



„უარესი დრო და ჟამი დგება ,
მტრეი ბუნების სისხლით ძრება,
ყინვა-ზრობისგან ხე დაქვა სქდება“
          
                       /ვაჟა/



სინათლის გავრცელებას, თუ მას დაბრკოლება შეხვდა  თან ახლავს არეკვლა, ამ დროს  სინთლის ნაწილი ბრუნდება პირველ გარემოში . სწორედ არეკვლის მოვლენაა მიზეზი იმისა, რომ მთვარე ანათებს . მას საკუთარი ნათება არ აქვს . მზისგან დაცემულ სხივებს აირეკლავს.
 
    
 ცა კაშკაშებდა , ბნელოდა ,
მთვარეს ზღის მკერდზე ეძინა,
მხოლოდ მოწმენდილს ცაზედა
ვარსკვლავთა გუნდი ეფინა
                  /ვაჟა/


ბუნებაში ყოველგვარ ცვლილებას ფიზიკუერი მოვლენა ეწოდება. ფოთოლცვენა ფიზიკური მოვლენაა.


„ ატირდნენ მთები და.. ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ და მეც.. მეც ვღონდები.
მოსწყდნენ და გაფრინდნენ , გაფრინდნენნ, გაფრინდნენ
 ფოთლები... ფოთლები.
ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს ,
მაგრამ .. უჩვეულო კვნესით და გოდებით.
მოსწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ
 ფოთლები...ფოთლები
                                          /ანა/


სხეულს რომლის ზომების უგულებელყოფა შეიძლება მოძრაობის მოცემულ პირობებში ნივთიერი წერტილი ეწოდება .


„მთის წვერვალზე , ცის მახლობლად ,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს ,
თვალთ ისარი შენატყორცნი
ვერ ამჩნევს მის სიგძეს და განს.
ის ფაცხაა მღვიმის პირად
მიწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟმის შესაფერად
ზამთრ თბილი, ზაფხულ გრილი“




ძალას რომელიც მოქმედებს შემხები ზედაპირის გასწვრივ და ეწინააღმდეგება ერთი სხეულის მეორის ზედაპირზე მოძრაობას, ხახუნის ძალა ეწოდება. არსებობს მშრალი ხახუნი და სველი ხახუნი . სველი ხახუნის ძალა ბევრად ნაკლებია მშრალი ხახუნის ძალაზე.



სანამ ბალახი სველია
მანამ მოუსვი ცელია.
როცა ბალახი გაშრება
მოთიბვა უფრო ძნელია.


პლანეტების მოძარობამ გამოხმაურება ჰპოვა „ვეფხისტყაოსანში“

„ მო მთვარეო , შემიბრალე , ვილტვი და სენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს , ზოგჯერ
ვსხვდები , ზოგჯერ ვწვლდები“



ყველას გინახავთ გიგანტური ნაპერწკლები განმუხტვა -ელვა. ელვა ჩნდება ორ ღრუბელს , ან ღრუბელსა და დედამიწას შორის. დენის ძალა ელვაში 500000 ამპერს აღწევს. განმუხტვა დედამიწაზე მაღალ სხეულევბზე ხდება .


 მუხა პირველი მეხს ეგებება
სეუშფოთებელ და მძლავრ ტოტებით
შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება
ველზე მდგომარე განმარტოებით
                                  /გალაკტიონი/


ორთქლი თვალით უხილავია, ტემპერატურის დაწევისას წარმოპიქმნება კონდენსირებული წყლის წვეთები ნამი და ნისლი.



ნისლო რად გიყვარს ტიალო
მთებისად გადმოფენაო,
ან ერთად შეყრა ღრუბელთა
კურუმად გადმოდენაო



ყოველთვუის როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად
                                    /გალაკტიონი/



ხევზედ მიდიან ნისლები
გაჩქარებულნი , მღერითა ,
როგორ ხარობენ ტივლები
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა.
                             /ვაჟა/




ზოგი დრო მოვა ნისლითა
სულ-გული შამებურება,
არსად ელვაა , არც მეხი
ჩაბნედით ჩაიხურება.
სუოლ სხვა ვარ , როცა ღრუბელი
მდუღარედ დაიწურება.
                                 /ვაჟა/



სიმაღლის მიხედვით წნევა მცირდება. წნევათა სხვაობის გამო საკვამლე მილებში თბილი ჰაერი და მასთან ერთად კვამლი მაღლა ადის.



თეთრია ირგვლივ რცხილა და მუხა,
თეთრია ირგცვლივ სამშობლო მხარე,
მხოლოდღა ცხელი ბუხრები ბურღავს
საქართველოს ცის გაყინულ ჰაერს.
                           /ლებანიძე/



ძალა ფიზიკური სიდიდეა, რომელიც გამოსახავს ერთი სხეული მოქმედებას მეორეზე, რომლის შედეგადაც იცვლება სიჩქარე.

ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად
დამიყვავე, ქარო ნუ ხარ მკაცრი
პატარა ვარ მოფერება მინდა



დახრილი სიბრტყე მარტივი მექანიზმია, რომლის საშუალებითც ვიგებთ ძალასი. რაც უფრო დახრილია სიბრტყე , მით უფრო დიდი სიჩქარით ეშვება სხეული ქვევით:


ცხვარი ზედ ციცაბოს ასულა
ფეხს როგორ იკიდებს ტიალი?
არაგვზე მერცხალი დაცურდა
სათავეს აჰყვება სრიალით



ცხოვრება ძირია , ხელოვნება და მეცნიერება მასზე ამოსული შტოები. /წავჭავაძე/
კაცობრიობის სულიერი პოტენცია ხომ ყველაზე ძლიერი სწორედ ამ ორ სფეროში ვლინდება.
  ადამმა და ევამ ტყუილად კი არ ანაცვალეს ცნობადობის ხეს მთელი სამოთხე.
     როგორც ყველა გონივრულ საქმეს ჩვენს ღონისძიებასაც  გარკვეული მიზანი ჰქოპნდა. შევეცადეთ თქვენთვის გვეჩვენებინა რომ ფიზიკაცა და ლირიკაც ცხოვრების წინსვლას, კაცობრიობის განვითარებას ემსახურებიან.
ამ ორ სფეროს ჰარმონიულობა მსვენივრად გამოიხატა ქრისტეფორე მგალობლიშვილის ცნობილ გამონათქვამში:
           სიგრძე უდრის სიყვარულს!
           სიგანე- რწმენას
           სიმარლე -იმედს

და ჩვენ სწორედ ამ იმედიანი და ამარლებული განწყობილებით გემშვიდობებით და ამ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის.

 რეზო გაბრიაძე „უცხო ჩიტი“


ძალის მოქმედებით სხეულმა შეიძლება შეასრულოს რხევითი მოძრაობა. რხევა არსებობს თავისუფალი და იძულებიტი . ჰაერის ნაკადის გადაადგილება, ანუ ქარი , რომელიც გამოწვეულია დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობით განაპირობებს იძულებით რხევებს.